ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერ რობერტ ბობი ჩარლტონი დაიბადა 1937 წ-ის 11 სექტემბერს. 1966 წელს მან თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ამასთან ერთად გახდა ოქროს ბურთის მფლობელი (ამ ჯილდოს 1995 წ-მდე აძლევდნენ მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს). მან, თითქმის მთელი საკლუბო კარიერა განვლო მანჩესტერ იუნაიტედში. ჩარლტონი გამოირჩეოდა ძლიერი დარტყმებით შორი მანძილიდან. მისი ყოფილი გუნდელი იუნაიტედში, ჯონი გილსი ამბობს: ,,ის არის უდიდესი ფეხბურთელი იმათ შორის ვისთან ერთადაც და წინააღმდეგაც მითამაშია ოდესმე”.
მანჩესტერ იუნაიტედის ძირითად გუნდში ჩარლტონი პირველად გამოჩნდა 1956 წელს, სადაც შემდეგი ორი წლის განმავლობაში(მიუნხენის კატასტროფამდე) რეგულარულად თამაშობდა. 1965 წელს იუნაიტედთან ერთად მოიგო ინგლისის პირველი ლიგა. ამ წარმატებას მანჩესტერი შემდეგ სეზონშიც იმეორებს. 1968 წელს სერ ბობი ხდება ეშმაკუნების კაპიტანი, რომელთან ერთადაც ეუფლება ევროპის თასს, (ამ შეიჯიბრებას 1992-93 წ-დან ჩემპიონთა ლიგა ეწოდება). სწორედ კაპიტანმა გაიტანა ორი გოლი ფინალში ბენფიკას წინააღმდეგ, რითაც დიდი წვლილი შეიტანა მანჩესტერის გამარჯვებაში.
ამ გამარჯვებით იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც შეძლო აღნიშნულ ჩემპიონატში წარმატების მიღწევა
1970 წელს, სერ ბობმა დაასრულა კარიერა ინგლისის ნაკრებში. 106 თამაშით იმ დროისთვის ჩარლტონი იყო რეკორდსმენი. თუმცა შემდეგ ბობი მურმა, პიტერ შილტონმა და დევიდ ბექჰემმა გააუმჯობესეს მისი შედეგი.
1973-74 წ-ში მან დატოვა მანჩესტერი და მწვრთნელი გახდა Preston North End-ის. სადაც 1975-76 წ-ში მწვრთნელობასთან ერთად ის იცავდა ამ კლუბის ღირსებას, როგორც ფეხბურთელი. შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და დასთანხმდა უიგანის შემოთავაზებას დირექტორის თანამდებობაზე. 1984 წელს კი, ის ხდება მანჩესტერის დირექტორთა საბჭოს წევრი, სადაც ამ დრომდე ინარჩუნებს აღნიშნულ პოსტს.
1994 წელს ლეგენდარულ ფეხბურთელს მიენიჭა Sir-ის წოდება.
2011 წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვაში მანჩესტერის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის სერ ბობი გავიდა მეოთხე ადგილზე. მას უსწრებდა რაიან გიგზი(რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა), ერიკ კანტონა და ჯორჯ ბესტი.
სერ ბობი იყო ბომბარდირი, როგორც ინგლისის ნაკრებში, ისე მანჩესტერ იუნაიტედში. კარიერის დასრულების შემდეგ 35 წლის განმავლობაში, ინარჩუნებდა საუკეთესო გოლეადორის ტიტულს.
დღეს საღამოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2007 წლის შემდეგ პირველად მოიგო ოფიციალურ შესარჩევ მატჩში. ვულოცავ ყველა ქართული ფეხბურთის ქომაგს და განსაკუთრებით იმათ ვინც ამ წვიმაში არ დაიზარა და წავიდა ჩვენ ეროვნული ნაკრების საქომაგოდ. კარგი იქნებოდა დანარჩენებსაც მიგვებაძა.
მოკლედ, გავიმარჯვეთ და სამი ქულა ავიღეთ რის ხარჯზე ეს სხვა საკითხია. ჯერ ახალი მწვრთნელი გვყავს და იმედი ვიქონიოთ, რომ დალაგდება ნაკრები. ამისთვის დროა საჭირო და მხოლოდ ჯ ა ნ ს ა ღ ი კრიტიკა. უაზრო შენიშვნები წინ ვერ წაწევს ვერც მწვრთნელს და ვერც ნაკრებს.
და მაინც, რაც ყველაზე მატად არ მომწონს ამ ყველაფერში—-გულშემატკივრობაა! ვინც წავიდა კარგია არ დაიზარა კი, შეიგინებოდა, მაგრამ მაინც…ვინც დავრჩით და ტელევიზორს ვუყურებდით ესეც კარგია, მაგრამ ვინც სახლში იყო და უყურებდა გოგონას გარეუბნიდან, თუ რაღაც მსგავსს ეს უკვე ცუდია! ვიცი, რომ 81-წელს ნათამაშები დინამოს ხილვის შემდეგ ჩვენი ნაკრებისთვის შეხედვა ძნელია, მაგრამ როგორმე ჩვენს თავს უნდა მოვერიოთ და გულით ვუგულშემატკივროთ. აქედან მოდის წარმატებები.
თუ მოიგებ შენი ვარ, თუ არადა სხვისიო—ესეთი გულშემატკივრობით ფონს ვერ გავალთ და არც ვიქნებით ღირსები.
უშუალოდ თამაშს, რაც შეეხება უღიმღამო იყო. ასეთ თამაშს, რომ უყუროს კაცმა, ან რომელიმე ქვეყნის ქომაგი უნდა იყოს, ან ძალიან მაგრად უნდა უყვარდეს ფეხბურთი. ამ თამაშს ერთი დადებით ის ჰქონდა, რომ მოლოდინი გაგვიმართლდა და გოლი გავიტანეთ. ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია, როცა დრო გაჰყავდათ მალტელებს(აი, ამ დროს შეიძლება გინება) და უკვე თითქოს ეჭვში ხარ, რომ ფრე მორჩება თამაში….დრო იკლებს დაძაბულობა მატულობს…ასათიანის სოლო რეიდი და სამწუხაროდ შედეგი არ ფიქსირდება….ქეცბაიას თითქმის ვუთანაგრძნობ… და აი,უცებ თავის დროზე მილანში, მარცხენა ფლანგზე მოთამაშე კალაძემ გაიხსენა ,,ახალგაზრდობა” და გააკეთა საგოლე გადაცემა ისეთი, როგორსაც შევჩენკოს უკეთებდა…სირაძემ კი გადაგზავნა მეტოქის კარში…
ეს არის ის მომენტი, როცა უღიმღამო საათნახევარს, წვიმას, ბილეთში გადახდილ ფულს, გადაფარავს და გიხარია მთელი გულით. იტყვი: ,,აი, ამისთვის ღირდა”.
ალბათ ძალიან პათეტიკური ვარ, მაგრამ მე არ ვწერ მეცნიერულ ნაშრომს, სადაც ცივი გონება და ნაკლები ემოციაა საჭირო…ეს სპორტია და იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ემოციას გამოხატავ… უემოციო სპორტი არ არსებობს, რადგან სპორტი თვითონ აზარტია.
მთავარია(ამ ეტაპზე) სამი ქულა ავიღეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ ჯგუფში. სავარაუდოდ ერთი დღით თუმცა მაინც…
სამ თამაშში 5 ქულა არ არის ცუდი შედეგი.
იმედი ვიქონიოთ კლასიც მოგვემატება და მომავალში უფრო სანახაობრივ თამაშს ვიხილავთ ჩვენი ნაკრებისგან. მთავარია მოთმინება და ნაკლები პესიმიზმი გულშემატკივრების მხრიდან.
ხუთშაბათია..საღამო…გარეთ წვიმს…. ყველა სახლშია შეყუჟული…ჩართული აქვთ ტელევიზორები და რას უყურებენ? რა თქმა უნდა პროფილს! რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან ეს გადაცემა, რომ გადის ჩემთვის წყნარად ვზივარ და არავინ არ მაწუხებს. მცირედი ხმები კი, მესმის , მაგრამ არაუშავს…ხან ცხენისებურ სიცილსაც გავიგონებ გადაცემის წამყვანისგან, თუმცა ესეც არაფერია…კაცმა, რომ თქვას ვის რას უშავებს? რაც გვინდა და რაც გვაინტერესებს ხალხს იმას გვთავაზობს, ჰოდა როგორც ჩანს(რეიტინგით) ჩვენც ვუმტკიცებთ, რომ მის არსებობას აზრი აქვს….ადამიანი ფულს აკეთებს და გიჟია უარი თქვას??? რომელი თქვენგანი არ დათანხმდებოდით ხალხის დაბოლებაში ფულის აღებას? თან ისეთი ხალხის, როგორიც ქართველები არიან…(ახლა ახსნას არ დავიწყებ როგორები ვართ ეგ სხვა დროისთვის იყოს)ამათზეა(გადაცემების შემქმნელებზე) ნათქვამი: გაგვდის და ვატრაკებთო.
ზოგ ადამიანს ძალიან აინტერესებს აღნიშნული თემა(ქალიშვილობაზეა თუ არ ვცდები) და უნდა ყურება, მაგრამ მერე ვეღარ იტყვის პროფილს არ ვუყურებო, ესეც ერთგვარი მოდაა…მე, ვურჩევ ამ ადამიანებს, რომ ჯობია უყურონ…. ზოგი იმიტომ უყურებს, რომ გააკრიტრიკოს…ზოგიც სიამოვნებით უყურებს…მოკლედ აქტუალურია და ბიზნესიც კეთდება ნებსით, თუ უნებლიედ…
პრინციპში ისეთი ადამიანი ვინც სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა ერთგვარი განტვირთვაა ასეთი გადაცემები ალბათ, არ ვიცი… ფაქტია, რომ მაყურებელი ჰყავს და კიდევ ეყოლება….
ბოლოს, გაგიკვირდებათ და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ პროფილს… რატომ? შეჩვეული ჭირი ჯობიაო …… ტელევიზორი, ძირითადად პიარის ყუთად იქცა…იქიდან ვინც გიყურებს თ ი თ ქ მ ი ს ყველა ცდილობს თავი უკეთესი წარმოაჩინოს, ხალხს მოეწონოს და მერე მის საქმიანობასაც ეშველება….ქართულ ტელევიზიებში გასული გადაცემები არის მხოლოდ ფულის კეთებაზე გათვლილი და არა ხალხის კეთილდღეობაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას…ისეთი გადაცემებია, სადაც გონების დაძაბვა და ფიქრი არ გიწევს…უბრალოდ ხედავ ფარსს, სადაც ცხოვრება მშვენიერია…ამ გადაცემების პროდიუსერებს, თუ წამყვანებს თვითონაც არ ჯერათ ამის, მაგრამ გაჩვენებენ ასე, რადგან უფრო იყიდება…ეს ერთგვარი რეალობისგან გაქცევაა და ამის ნათელი მაგალითია გადავსებული სერიალები…მე, არ მესმის, თუ რეალობისგან გაქცევა გვინდა ავდგეთ და გავიქცეთ საინტერესო დოკუმენტური ფილმებისკენ, ან უფრო ხარისხიანი ფილმებისკენ, ვიდრე ეს უაზრო გადაცემები, თუ სერიალებია! პროდიუსერებმა იციან, რომ ასეთ, გადაცემებს არავინ უყურებს, ხოლო რასაც ვუყურებთ იმას გვიჩვენებენ და არც უნდა დავადანაშაულოთ!
corrida de toros—ეს არის ესპანური სახელწოდება იმ სანახაობის, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ, ანუ კორიდის. ეს საცირკო შოუ— სადაც მთავარი მიზანი ხარის დამარცხებაა, უფრო სწორედ მკვლელობა—ტრადიციულად იმართება ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში და სამხ. ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში. მე მხოლოდ ესპანურ კორიდაზე გავაკეთებ აქცენტს. ამ ქვეყანაში ეს სანახაობა იმართება ფესტივალ ფიესტის დროს, სადაც უამრავი ხალხი ჩადის დასასწრებად.
გთავაზობთ ამ შოუს რამდენიმე ეტაპს, სადაც წარმოდგენილია მნიშვნელოვანი მონაწილეების როლი, რომლთა კარგად შესრულებული სამუშაოც იწვევს ხალხის აღტაცებას.
ELL PASELLO
პირველი ეტაპი კორიდის გახლავთ EL POSSELO, რომელიც არის ერთგვარი აღლუმი მატადორებისა, მათი ასისტენტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობას ღებულობს ამ სანახაობაში.
მონაწილეები კი,(წყობის მიხედვით) გახლავთ:
პირველ რიგში მარცხნიდან მთავარი მატადორი (მატადორი – ესპ. ,,მკვლელი”), მარჯვნიდან – საშუალო გამოცდილების მატადორი, ხოლო ცენტრში – ახალბედა მატადორი, ანუ ნეოფიტი.
მატადორებისგან ორივე მხარეს მოდიან ოფიციალური პირები, რომლებიც ცხენებზე არიან ამხედრებულები და მათ ეწოდებათ ალგვასილები.
მეორე რიგში მოდიან მთავარი მატადორის სამი ხელქვეითი;
მესამე რიგში – საშუალო მატადორის სამი ხელქვეითი;
მეოთხე რიგში – უმცროსი მატადორის სამი ხელქვეითი ანუ დამხმარე;
მეხუთე რიგში მოდის უფროსი მატადორის დამხმარე ორი პიკადორი (ცხენიანი ტორერო);
მეექვსე რიგში – საშუალოს ორი პიკადორი;
მეშვიდე რიგში – უმცროსი მატადორის ორი პიკადორი.
მატადორების დამხმარეები არიან ბანდერილიერები
ზემოთ არის წარმოდგენილი სრული შემადგელობა. ეხლა კი, მნიშვნელოვან მონაწილებს გაგაცნობთ სურათების მიხედვით. ესენი არიან:
მატადორი, იგივე ტორერო , რომელსაც ხელთ აქვს ხმალი და ე.წ muleta
აქ, პიკადორს(Picadores) ხედავთ, თავის ცხენით და შუბით, რომელსაც იყენებს ხართან ორთაბრძოლაში.
ეს კი ბანდერილეროა(Banderillos), რა თქმა უნდა ესეც შიარაღებული. მისი ჩაცმულობა ტორეროსას ჰგავს. მის ფუნქციას—შუბის(მგონი ქართულად უფრო ჭვინთი ჰქვია, მის ხელთ პყრობილ იარაღს) ჩარჭობა ხარის ზუგში—სურათშიც ნათლად ხედავთ.
შემდეგი კი, პეონი (peones), რომელსაც გაგიკვირდებათ და სასიკვდილო იარაღი არ უპყრია ხელთ. მის ფუნქციაა სწორედ ამ ვარდისფერი capes-ით(ქართ. სავარაუდოდ ლაბადა) ხარის მართვა, მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებ, შემდეგ ეტაპში.
და ბოლოს სურათზე ხედავთ Mulillas, რომელსაც ქართულად კარგი შესატყვისი ვერ მოვუძებნე(მულილაები ან მულილები–თითქოს ესე ჟღერს), ამიტომ დარჩეს როგორც არის. როგორც ხედავთ არც მათ უპყრიათ სასიკვდილო იარაღი, რადგან მათი ფუნქცია უკვე მკვდარი ხარების გააყვანაა ე.წ რინგიდან.
TOREO DE CAPA
როგორც, ზემოთ ავღნიშნე აქ, უფრო ვრცლად ვისაუბრებ პეონებზე. ისინი თავიანთი ფერადი capes იწვევენ ხარს და უმიზნოდ ატარებენ, ამ დროს ხარი ავლენს იმ შესაძლო ტრიუკებს, რაც შეიძლება შემდგომ მატადორთან გამოიყენოს, ანუ ტორეროებისთვის არის ერთგვარი დახმარება, რადგან მათ შეუძლიათ შესწავლა და დაზვერვა ცხოველის.
იმის შემდეგ , როცა მატადორი შეისწავლის ტოროს, ანუ ხარის ქცევას, უკვე ერთვება თვითონ თავისი Muleta-თი, რომელსაც უფრიალებს ცხოველს, ძალიან ახლოს თავის სხეულთან,(პეონისგან განსხვავებით, ის უფრო შორს აკეთებდა ამას). ამიტომ მისი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა, სწორედ ეს მოწონთ ალბათ ხალხს, რომ მუდმივი შიში, თუ მოლოდინი აქვთ ადამიანის სიკვდილის. მე, რომ ფრიალი ვუწოდე საერთოდ ასე ხარის წინდაუკან სირბილს, გამოსვლებს ეძახიან. მატადორის შესრულებით ამ პროცესს კი, რომლის სირთულეც ზემოთ ავღნიშნე, Veronicas ჰქვია. იმ, შემთხვევაში, თუ ტორერო კარგად აკეთებს თავის საქმეს, ირგვლივ მყოფი უამრავი ხალხი დაიწყებს ყვირილს ,,OLE”, ,,OLE”, აგრეთვე დააჯილდოებენ აპლოდისმენტებით, ეს არის სიგნალი მოქმედი გმირისთვის, რომ კარგად ასრულებს ამ ტექნიკას.
EL TERCIO DE VARAS
იმ დროიდან, როცა გალავანი დაიკეტება, რინგზე გამოჩნდება პიკადორი, რა თქმა უნდა თავის ცხენით, რომელსაც ახვეული აქვს თვალები და ფეხები— ფოლადის ჯავშნით დაფარული, ხარის რქებისგან დასაცავად. პიკადორელი კი, შეიარაღებულია შუბით, რომელსაც ბოლოში აქვს ფოლადის კბილანები.
ამ ეტაპში ხდება ხარის უფრო მეტად დატვირთვა. ამას პიკადორი აკეთებს შუბის საშუალებით, რომელსაც ცხოველს ურჭობს კისერში.
იმის შემდეგ, რაც ხარი მიიღებს სამ დარტყმას, გაისმება დასარტყამი ინსტრუმენტებისა და საყვირების ხმა. პიკადორი გადის მაშინ, როცა მატადორი ხარის ყურადღებას მიიქცევს.
EL TERCIO DE VANDERILLAS
ამ ეტაპში სამი ბანდერილიერო იღებს მონაწილეობას, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ფერადი შუბით (ქართ. ჭვილთი). ისინი ხარს ურჭობენ მხრებში, რითაც ლაქას ტოვებენ და ეს არის ერთგვარი ნიშანი მატადორისთვის, სადაც მოგვიანებით ხმალს (ინგ. Sword) ჩაარჭობს. ამ პროცესს დადებითი მხარე აქვს კიდევ ტორეროსთვის, რადგან ეტაპის დასრულების შემდეგ, ცხოველი მის მიმართ იქნება ნაკლებად საშიში.
EL TERCIO DE MULETA
ეს არის ბრძოლის ეტაპი, ოღონდ არა დასასრული მთლიანი სანახაობის, რადგან ამ დროს ხარი არ კვდება. ამ ეტაპზე უკვე ცხოველი მზად არის ამდენი ,,თავგადასავლის” შემდეგ სიკვდილისთვის.(კორიდის წესებით). ეს უკვე არის ზღვარს გადაბიჯული მომენტი, რადგან ტორერო მანევრირებს ხმლით და ავლენს არტისტულ ნიჭს. ამ ეტაპის განმავლობაში ის ძალიან ახლოა ხართან, რომლითაც ცდილობს ბატონობას ამ ცხოველზე.
LA ESTOCADA
ამ ეტაპის დასაწყისში მატადორი თხოვს ნებართვას მოსამართლეებს(რომლებიც მაღლა სხედან ხოლმე) ხარის მკვლელობისთვის. შემდეგ ის უძღვნის ამ პროცესს ვინმეს კონკრეტულ პიროვნებას, ან მთლიანად, იქ დამსწრე ადამიანებს.
ტორერო ემზადება მკვლელობისთვის( ,,Moment of Truth”). პირველად ის ზურგით დგება და შემდეგ ტრიალდება ხარის მიმართულებით. ყველაფერ ამის მერე, თავის ხმლით მიზანში იღებს ხარის რქების ზედა მხარეს, სისხლიან მხრებს .
შემდეგ მატადორი უფრიალებს მულეტას. როგორც კი, დაიძრება ხარი, რომ რქები არქინოს მის წინ მდგარ მკვლელს, ამ დროს ეს უკანასკნელი ხმალს აძგერებს უკვე დანიშნულ მიზანში და კლავს ტოროს. შემდეგ ყურს მოაჭრიან ცხოველს და გადასცემენ მატადორს, რომელიც ან დაიტოვებს, ან სხვას აჩუქებს.
გაგონილს ნანახი სჯობსო და აი, ვიდეოც
იმის გამო, რომ ეს სანახაობა ცუდად მთავრდება ცხოველისთვის
ზოგჯერ ადამიანებისთვისაც
ამიტომ, ცხოველთა დაცვის, თუ სხვა ორგანიზაციები ითხოვენ ამ სანახაობის აკძალვას.
აი, ვიდეც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული.
ასეთმა ბრძოლამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო და კატალონიაში კორიდა აკრძალეს, იმედია სხვებიც მიბაძავენ და საერთოდ აიკრძალება მსოფლიოში ეს სასტიკი სანახაობა.
ფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკურ პროცესებსა და ქცევას. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან psyche, რომელიც ნიშნავს ,,სულს” და logia—მოძღვრებას. ეს მეცნიერება წარმოიშვა ბიოლოგიიდან და ფილოსოფიიდან, აგრეთვე ის მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა დისციპლინებთანაც, როგორიცაა: სოციოლოგია, მედიცინა, ლინგვისტიკა და ანთროპოლოგია.
2.ფსიქოლოგია იყენებს სამეცნიერო მეთოდებს
ფსიქოლოგია იყენებს სამეცნიერო მეთოდებს, რომლის საშუალებითაც იკვლევს საკითხებს და აკეთებს დასკვნებს. ფსიქოლოგები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას, რომ შეისწავლონ ადამიანის ფსიქიკა და ქცევა, მათ შორის: ნატურალისტური დაკვირვების, ექსპერიმენტების, საქმის შესწავლის და კითხვარების ტექნიკებს.
3. ფსიქოლოგებს გააჩნიათ ბევრი განსხვავებული შესაძლებლობანი
ფსიქოლოგიაში არსებულ საკითხებზე შეიძლება იყოს განსხვავებული ხედვები. მაგ: ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე შეიძლება ფსიქოლოგებს სხვადასხვა აზრი გააჩნდეთ. ზოგი ბიოლოგიურ გავლენას მიიჩნევს ძალადობისკენ მიდრეკილებაში, ზოგიც კულტურის ფაქტორს, ოჯახურ ურთიერთობებს, სოციალურ ზეწოლას და სიტუაციურ ცვლადებს.
არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა, ასე ვთქვათ მიდგომა ფსიქოლოგიაში იმისთვის, რომ ფსიქოლოგმა მაქსიმალურად სწორად გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული პრობლემა. ეს შესაძლებლობებია: ბიოლოგიური, კოგნიტური, ბიჰევიორისტული, ევოლუციური და ჰუმანისტური.
4. ფსიქოლოგიას გააჩნია არაერთი დისციპლინა
შესავალში, სტუდენტები ხშირად იკვლევენ საფუძვლებს ამ სპეციალობაში, მაგრამ შემდგომი კვლევებში კი, მათზეა დამოკიდებული თითოეული ინდივიდუალური სფეროდან რომელს აირჩევს. ასარჩევი დისციპლინები ფსიქოლოგიაში კი, შემდეგია: კლინიკური(ფსიქიატრია) ფსიქოლოგია, ინდივიდუალური ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია.
5. ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ ფსიქოთერაპია
ზოგისთვის ფსიქოლოგია ასოცირდება, ფსიქიატრთან, რომელიც ზის კალამით და ფურცელით ხელში და იწერს პაციენტის მიერ მოყოლილ ამბებს, რომელიც ეხება მის ბავშვობისეულ გამოცდილებას. ასეთი თერაპია არის ფსიქოლოგიის ნაწილი, თუმცა მხოლოდ ამას, ფსიქოლოგები არ აკეთებენ. ზოგი მათგანი საერთოდ არ მუშაობს ამ სფეროში. ფსიქოთერაპევტის გარდა, ფსიქოლოგი, შეიძლება იყოს მასწავლებელი, მკვლევარი და კონსულტანტი. მათი სავარაუდო დასაქმების ადგილებია:
• კოლეჯები და უნივერსიტეტები
• კერძო საწარმოები
• საავადმოყოფოები
• სამთავრობო ოფისები
6. ფსიქოლოგია არის ყველგან შენს გარშემო
ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ აკადემიური საგანი, რომელიც არსებობს სკოლაში, კვლევით ლაბორატიორიებში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ორგანიზაციებში. ფსიქოლოგიური მომენტები შეიძლება შეამჩნიოთ თქვენს გარშემო ყოველდღიურ ცხოვრებაში. სატელევიზიო, თუ ბეჭვდითი რეკლამები ეყრდნობიან ფსიქოლოგიას, ამით ისინი ახერხებენ გავლენას და დარწმუნებას ხალხის, რომ მათი პროდუქცია შეიძინონ. საიტებზე, რომელშიც თქვენ შედიხართ რეგულარულად, იყენებენ ფსიქოლოგიას, იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის ხალხი, კითხულობს, იყენებს და ინტერპრეტირებს ონლაინ ინფომაციას.
7. ფსიქოლოგია იკვლევს რეალურს სამყაროში არსებულ პრობლემებსა და თეორიულ საკითხებს
როგორც კი, დაიწყებ ფსიქოლოგიის შესწავლას, შეიძლება ჩანდეს, რომ ზოგი თეორიები, რომლებსაც სწავლობ არ ვრცელდება რეალურ-ცხოვრებისეულ პრობლემებზე. თუმცა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგია არის გამოყენებითი და თეორიული საგანი. ზოგიერთი მკვლევარი აკვირდება და ინფორმაციას იღებს ადამიანის აზროვნებაზე და ქცევაზე დაკვირვებით(ინგ. Basic research—//ქართ. დაახლ.—საბაზისო კვლევა), ხოლო მეორე ტიპი მკვლევარებისა კონცეტრირებას აკეთებს პირდაპირ პრობლემის გადაჭრაზე, რომელიც არსებობს რეალურ სამყაროში(ინგ.–applied research, ქართ.–გამოყენებითი ხასიათის პრობლემების კვლევა)
8. ფსიქოლოგია, გთავაზობთ დასაქმების ფართო დიაპაზონს
ფსიქოლოგიას ვინც ირჩევთ, შესაბამისად ფიქრობთ კონკრეტულად რა განხრით წახვიდეთ ამ სფეროში, ალბათ გაგახარებთ აღმოჩენა იმის, რომ ამ სფეროში, არის ბევრი განსხვავებული მიმართულება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. განსხვავებული სამუშაო პარამეტრები ფსიქოლოგიისა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენი განათლების დონეზე და სამუშაო გამოცდილებაზე, ასე რომ ეს მნიშვნელოვანია კვლევისთვის, ამიტომ საჭიროა სასწავლო და სალინცენზიო მოთხოვნები, იმ სფეროში, რომელსაც თქვენ აირჩევთ. ასარჩევი მიმართულება კი, შემდეგია: კლინიკური ფსიქოლოგია(ფსიქიატრია), სასამართლო ფსიქოლოგია, ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, სამრეწველო-ორგანიზაციული ფსიქოლოგია.
9. ფსიქოლოგია სწავლობს ნორმალურ და პათოლოგიურ ქცევებს
როდესაც ადამიანი ფიქრობს ფსიქოლოგიის შესახებ, ბევრ მათგანს წარმოუდგენიათ, რომ ეს მეცნიერება სვამს დიაგნოზს და მკურნალობს მხოლოდ პათოლოგიურ ქცევას. თუმცა, ეს ასე არ არის. მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ ეს დარგი, ასევე სწავლობს ნორმალური ადამიანის ქცევასაც.
—გამარჯობა,
—გაგიმარჯოს,
—შემიძლია დაგეხმაროთ?
—პირიქით მე ვაპირებ თქვენს დახმარებას
—ეგ, როგორ?
—მე თქვენი წარსული ვარ…. თავს რატომ მარიდებთ? აი, გაწითლდით კიდეც..
—უბრალოდ…. გამახსენდით და…
—ჰმ… თქვენ სახეზე მაინც დაგეტყოთ სინანული. ზოგი კი უბრალოდ გარბის და სისულელეს მიწოდებს.
—რას მირჩევთ?
—უბრალოდ გახსოვდეთ, რომ წარსული არსებობს და ის შეიძლება ოდესმე შეგხვდეთ.
—და მორჩა?
—თქვენ ეს უბრალო რამე გგონიათ? აბა, გაიხსენეთ რამდენ ადამიანს ახსოვს თავის შეცდომები და ფიქრობს მათ გამოსწორებაზე? ზოგი, არათუ ფიქრობს, რომ შეცდომა გამოასწოროს, არამედ ჰგონია, რომ არც დაუშვია.
— მართალი ბრძანდებით………
—ვიცი, რომ მართალი ვარ… ეჰ, წავედი… წავედი… კიდევ ბევრი მყავს სანახავი….
ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დილა იყო. აქა-იქ სავსე გუბეებით და სიგრილით, ადვილად მიხვდებოდით, რომ წინა ღამით იწვიმა. ქუჩაში უკვე მრავლად მოძრაობდნენ ადამიანები, რომლებთაც ალბათ სამსახურში მიეჩქარებოდათ.
აგერ, ბიჭუნაც გამოჩნდა, რომელიც გამეტებით ურტყამდა ფეხს წყალში, მერე რა, რომ სველდება, ის ყველაზე ბედნიერია ამ დროს. არ ახსოვს, რომ გაჭუჭყიანებული ტანსაცმელი აცვია, თუ შეიძლება ასეთი სიტყვა ვუწოდოთ მის დაძონძილ, ნახევრად შემოფლეთილ ნაჭრებს მის ტანზე. ეს 8 წლის ბავშვია, საშუალო სიმაღლის, მოთხუპნული სახით, რომელსაც თვეებია არ დაუბანია, ან რა უნდა მოთხოვოთ ერთ პატარა ბიჭს, რომელსაც მშობლები ადრე დაეღუპნენ? ამის შემდეგ ესე ობლად დახეტიალობს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბაზრის დახლიდან ხილს მოიპარავს, რა ქნას? თვითონაც არ უნდა ქურდობა, მაგრამ წყეული ორგანიზმი სთხოვს, რომელსაც წინ ვერავინ უდგება.
არ გეგონოთ მთელი დღე ესე უაზროდ დაყიალობდეს, არა მერე ვინ აჭმევს? სულ ხომ არ მოიპარავს? ამიტომ ეხლა ,,სამსახურში” მიდის, უფრო სწორედ ჩადის. მისი სამუშაო მეტროში ხელგაწვდენილი სიარული და დახმარების თხოვნაა.
შევიდა ვაგონში და დაიწყო ყოველდღიური საქმიანობა. ღმერთსაც ახსენებს თხოვნაში იქნებ ამით მაინც აუჩვილოს გული ადამიანებს. ხალხი კი შეჰყურებს საწყალი თვალებით. ზოგი ეხმარება, ზოგს უნდა, მაგრამ თვითონ არ აქვს. ნელ-ნელა მეტროც დაიძრა, ბავშვმა ხმას აუწია, ცდილობს როგორმე გადაფაროს ვაგონების ჯახა-ჯუხით გამოწვეული ხმაური. თუმცა ამ ბრძოლაში რკინის ჯართთან, ბავშვი მარცხდება. ამ უკანასკნელის ხმა ისმის უკვე, როგორც მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. თუმცა მაინც გაიარა მთელი ვაგონი და მოაგროვა ცოტაოდენი ფული. შემდეგ კარებთან გაჩერდა და მოუთმენლად ელოდება მის გაღებას, რომ ახლა მეორე ვაგონში მოასწროს გადასვლა. თავს აღარ შეგაწყენთ, იმით თუ რა ხდება შემდეგ ვაგონებში. არ მინდა გადაგღალოთ ბიჭუნას დამღლელი ცხოვრებით.
საღამოს ხანს, აღმოაჩინა, რომ ეს დღე იმ იშვიათ გამონაკლისებში შეეძლო შეეტანა, როცა საკმარის ფულს შოულობდა საკვების საყიდლად. თუმცა ბავშვი თავიდანვე ხვდება, ხოლმე როცა ხალხი ნაკლებად უბედურია ის დღე მის ჯიბეზეც კარგად აისახება ხოლმე, თუმცა ეს ძალზედ იშვიათად ხდება.
ძალიან გახარებული ბიჭუნა, რომელმაც იცის, რომ დღეს საკმაოდ კარგად შეჭამს მის ყოველდღიური საზრუნავი ხო მხოლოდ ეს არის. ზოგს ამ წლის ასაკის ბავშვს მშობლები აძალებენ საკვების მიღებას, მაგრამ ბიჭუნამ იცის, რომ მის გარეშე ძალა გამოეცლება დაფულის შოვნას ვერარ შეძლებს. მიდის სახლისკენ, რომელიც მდებარეობს სადღაც მიყრუებულ ნანგრევებში და რბილი ლოგინის მაგივრად, კარდონზე წევს. აი, მისი სახლი!
ამასობაში, დაბნელდა კიდეც და ბიჭი საკვებით ხელში, რომელიც განახევრებოდა, რადგან გზაში შემოეჭამა, მიემართებოდა აღნიშნული სახლისკენ. აი უკვე გადავა გზას, რომელიც ჰყოფს ,,სამსახურსა” და ,,სახლს” ერთი სული აქვს ხელში დარჩენილი საკვებიც შეჭამოს თავის დასაძიბელე ადგილას და ამ დროს….. მანქანის ბორბლების საზარელი ხრჭიალი ისმის და დაბლა ეცემა ბავშვის უგონო გვამი. მძღოლმა გაიხედა სარკეში, დაინახა უსულოდ დავარდნილი მოთხუპნული, შემოფლეთილი ნაჭრებით შემოსილი არსება და გაიფიქრა: ,,ეს მაინც უპატრონო იქნება, არავინ შეიწუხებს თავს მისი მკვლელის ძიებით” და როგორც სამართალდამცავები იტყოდნენ: ,, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.
ლევანიმ, რომელიც ოთახიდან ეზოში იყურებოდა, ბავშვი დაინახა და ძმას უთხრა:
——ირაკლი, ნახე ბავშვმა ფეხი იტკინა, ტირის….. დედა კი გასამხიარულებლად უღიტინებს და ეხლა იცინის. ასე, რომ მასში ორი განსხვავებული ემოციაა, რომელიც ხშირად გვეუფლება ხოლმე. საინტერესოა, ადამიანის ბუნება, თან შეიძლება გვიხაროდეს, თან გვჭყინდეს, თან ბედნიერი ვიყოთ, თან უბედური….
ირაკლიმ შეხედა ბავშვს, გაეღიმა და ძმას უთხრა:
——-ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები არ შეიძლება ადამიანს ერთდროულად დაუფლოს. ყოველთვის ერთია, მეორეს კი მიაწერენ. ეს ბავშვი ტირის ნამდვილად იმიტომ, რომ აწუხებს ფეხი, მაგრამ არ იცინის იმიტომ რომ ბედნიერია, უბრალოდ ღიტინი არასასიამოვნოა, რომელიც სიცილს იწვევს.
ლევანის გაახსენდა ერთი ამბავი, რომელიც სადღაც გაეგონა და ძმას უთხრა:
——მოგიყვები ერთი კუნძულის ამბავს, რომელსაც შეარქვეს ,,მოცინართა და მოტირალთა კუნძული”. ამ ბავშვისგან განსხვავებული ამბავი კი არის, მაგრამ მაინც საინტერესოა, რადგან იქაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების ადამიანებზეა.
ძმის დაინტერესებული სახე, რომ დაინახა, ლევანიმ თხრობა დაიწყო: ერთ კუნძულზე ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც შეძლეს ყოფილიყვნენ ბედნიერები. აქ იყო ყველანაირი პირობა იმისა, რომ გეცხოვრა. სიცოცხლე—ამ ადამიანებს უყვარდათ, მათთან არ იყო ეს მოვალეობად გადაქცეული, ასევე უყვარდათ სიკვდილი, მიუხედავად მათი ცხოვრებისა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ სიცოცხლეს და ყოვეგვარ ბოროტებას შეიძლებოდა ჰქონოდა დასასრული..
ამ კუნძულზე მცხოვრებმა ერთმა ბიჭმა, რომელიც უკვე ზრდასრულ ასაკში იყო გადაწყვიტა გამგზავრებულიყო , იქიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა. აინტერესებდა სხვა ცხოვრება, მობეზრდა ასეთი ყოფა, მისი ბუნება მეტს ითხოვდა.. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე მშობლები ზრუნვას არ აკლებდნენ და ასწავლიდნენ ყველაფერს კარგს, მაინც გაიღვიძა ამ ადამიანში კუნძულს გარეთა მცხოვრების ბუნებამ. თითქოს აირეს და ზღვის იქითა მხარეს მცხოვრები, აქეთ გადმოაგდეს. მასზეა ალბათ აკაკის სიტყვები მორგებული: ,, მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა”
მშობლებმა, როცა გაიგეს მათი შვილის გადაწყვეტილება ძალიან დამწუზრდნენ—მათ გამოცდილი ჰქონდათ კუნძულს გარეთა ცხოვრება—მაგრამ ვერაფერს გააწყობდნენ, რადგან ბიჭს მტკიცედ დაესახა მიზნად გამგზავრება.
მაშინ მამამ მოიხმო ის თავისთან და უთხრა:
—-შვილო არ ძალმიძს დაგაკავო, უკვე დიდი ხარ და სენით უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. ეხლა მახსენებ შენს ბავშვობს, როცა აი, იმ ზღვაში — რომელსაც ხელით ანიშნებდა—, უცებ გაუშეშდა…. ასეთი მშვიდი ზღვა მას არ ახსოვს, გარდა იმ დროსი, როცა ის კუნძულზე ჩამოვიდა. გაიფიქრა: ,, თითქოს განგებასაც უნდაო ბიჭის წასვლა ამ კუნძულიდან , რომ გამოსცადოს სხვა ცხოვრებაში”.
შემდეგ ისევ განაგრძო:
—ხო შვილო იმას გეუბნებოდი, რომ შენს ბავშვობას მახსენებ, როცა ზღვაში შედიოდი და არ იცოდი რა მოგელოდა, ამიტომ იყავი უშიშარი. მაშინ უფლება მქონდა ძალით გამომეყვანე, მაგრამ ეხლა აღარ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ზღვაში შედიხარ, სადაც ყველაშემთხვევაში დაიხრჩობი. მე, რომ აქ დაგაკავო ვიცი მთელი ცხოვრება მტერი გეგონები, როგორც ბავშვობაში წარმოგედგინე ალბათ. იმ დროს გადაგივლიდა ეს გრძნობა, მაგრამ ეხლა ვიცი ეს ასე არ იქნება, ამიტომ წადი დაიხრჩე თავი იმ სიბინძურეში, რომელიც წინ გელის.
ბიჭი იჯდა ჩუმად და არაფერს ამბობდა. უბრალოდ გადაწყეტილი ჰქონდა წასვლა და მორჩა! მამას ვერ ეკამატებოდა, რადგან რეალურად არ იცოდა რა ელოდა. უბრალოდ შინაგანი ხმა ექაჩებოდა ზღვის იქეთ და თვითონ მასსაც არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია.
დედა, იქვე იდგა, ყურს უგდებდა მათ საუბარს და ცრემლად იღვრებოდა. ერთადერთი ბიჭი, რომელზეც ამდენი ამაგი გასწია—უნდა დამხრჩვალიყო. მას არ შეეძლო არაფრის თქმა. არა, იმიტომ რომ მეუღლე უკრძალავდა, არამედ იმიტომ რომ მის მსგავსად არ სეეძლო გადაერწმუნებინა შვილი გამგზავრებას. ,, ბიჭს, ხომ ეს სიჯიუტით მოსდის, მან არ იცის შესაძლო შედეგი, ამიტომ დამშვიდებულია”—იტყოდა ხოლმე ქმართან საუბარში.
იმ დღესვე შეკრა ბიჭმა ბარგი და გამოემშვიდობა კუნძულის დამწუხრებულ მცხოვრებლებს. ამის შემდეგ კი გემი ლაღად მიაპობდა მშვიდ ზღვას. ბიჭი ჩაფიქრდა მომავალზე. ის ოცნებობდა, მაგრამ რაზე? ალბათ უკეთესზე, რომლისკენაც ადამიანი განუწყვეტლივ მიილტვის.
ორი დღის მგზავრობის შემდეგ ზღვაზე წარმოუდგენელი ქარიშხალი ამოვარდა. ეს კარგს არაფერს უქადდა მასზე მყოფ ჩვენს მთავარ გმირს.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მზე გამოვიდა და გაანათა უკვე დამშვიდებული ზღვა. წყალში გემის ნაფოტები-ღა დარჩენილიყო. ხოლო ბიჭი კი არსად ჩანდა.
კუნძულზე კი ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელებულიყო. მშობლებს, როგორც შეეძლოთ არებობდნენ, მხოლოს ეს სიტყვები შეიძლება დავარქვათ უშვილოდ დარჩენილ მშობლების ყოფას.
ერთი დილიტ კი, როცა დედა გაჰყურებდა ზღვას და ფიქრობდა შვილის მომავალზე, ამ დროს დაინახა, როგორ გამოირიყა უსულო სხეული ნაპირზე. მივარდა მას და იცნო თავისი შვილი, რომელზეც ამყარებდა იმედებს. მის მოვლაში არაერთი ღამე ტეთრად გაუთენებია. ის იყო ცხოვრების აზრი. ხშირად უთქვამს ღმერთისთვის მადლობა, ამ ანგელოზისთვის, რომელიც თვალებ დახუჭული ესვენა მის მკლავებში.
მამამ, როცა დაინახა ეს სურათი ორმაგი ემოცია დაეუფლა. ხალხი გაკვირვებული შეჰყურებდა მოცინარ და მოტირალ კაცს. უხუცესები კი მიხვდნენ მამის ემოციებს და თვითონაც გაიზიარეს. შემდეგ კი თავიანთი სიცილ-ტირილი აუხსნეს სხვა მცხოვრებლებსაც.
ტირილს იმით ხსნიდნენ, რომ კუნძულის ახალგაზრდა მცხოვრები გარდაიცვალა და ეს დასამწუხრებელი ფაქტია.
სიცილი კი იმით ახსნეს, რომ ეს ბიჭი მოკვდა ბედნიერი. მას არ უნახავს ზღვის იქეთა მხარე, სადაც მას ელოდებოდა უარესი დახრჩობა. ის საბედნიეროდ ვერ ეზიარა კუნძულს გარეთა ცხოვრებას, სადაც გამეფებულია: შური, ორპირობა, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება. იქ ადამიანის ამბიციებს არ გააჩნია საზღვარი. ეს პატარა კაცუნები ცდილობენ უძლიერესს აჯობონ, მათ უნდათ ძალაუფლება ქვეყანაზე. ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, მისით სიმულიანტობენ მორალური კანნონის წინააღმდეგ. ასეთ პირობებში გახდნენ ცხოველები ადამიანის გარეგნობით. იბრძვიან, რომ არ დაიჩაგრონ. ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული არავინაა.ყველა ქვესკნელისკენ ეშვება და გონს ვერ მოდიან. ვერც მოვლენ იმდენად ღრმად არიან ჩაფლულნი ამ სიბინძურეში. ამით იყვნენ სწორედ უხუცესები ბედნიერები. ერთ დროს მათ შეძლეს სიბინძურიდან თავის დაღწევა და კუნძულზე და კუნძულზე მშვიდად ცხოვრება, სადაც ყოველგვარი ცუდი დათრგუნულია. სიბინძურეში არ დახრჩობა ბიჭს სიკვდილის ფასად დაუჯდა. უხუცესები დარმუნებულები იყვნენ ახალგაზრდა დაღუპულს, რომ სცოდნოდა რა რა ცხოვრება ელოდა წინ, სიკვდილი საამო მოეჩვენებოდა. ,, ამ ზრვის იქით მრავალი ადამიანი ნატრულობს სიკვდილს, მაგრამ არ შეუძლიათ, ამაზე უარესი ყოფა განა არსებობს?! ეს არის ყოფნაც და ამასთან არყოფნაც”—ამ სიტვები დაამთავრეს უხუცესებმა თავიანთი ახსნა-განმარტება.
დაასრულა ლევანიმ თხრობა და ჩაფიქრებულ ძმას მიაჩერდა.
ირაკლის თვალის არ მოუშორებია ფანჯრისთვის, ისე თქვა:
—–ეს მხოლო მითია ლევან, ამ კუნძულის არსებობას, რომ დავუშვათ, სადაც ყოველგვარი სიკეთეა. აქაც წლების შემდეგ წალეკავდა სიბინძურე. იმ ბიჭმა, როგორც მოისურვა უკეთესისკენ სწრაფვა, ასევე გამოჩნდებოდნენ სხვებიც, ეს მოუღებდა ბოლოს ამ კუნძულს. ადამიანი ხომ არასდროს კმაყოფილდება რაც აქვს, არ უხარია როგორიც არის, არ აფასებს იმ შესაძლებლობებს, რაც გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავს მასზე დაჩაგრულს, დასნეულებულს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ის აგრეთვე უყურებს თავისზე უკეთესს და სწორედ აქეთ მიილტვის. ზოგი კანონიერი გზით, ზოგიც უკანონოდ. ამ უსაზღვრო ამბიციების გამო ადამიანი ადამიანს თელავს ზედ აბიჯებს და ვერც ხვდება. არ იყურება დაბლა, არ ფიქრობს ფეხი სწორ ადგილას დააბიჯა, თუ არა. უბრალოდ მიდის და მორჩა!
ერთი ამოიოხრა ირაკლიმ, ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა, ლევანი კი დიდხანს გაჰყურებდა ეზოს ფიქრებში წასული, სადაც უკუნითი სიბნელე ჩამოწოლილიყო…….