ერთი ბიჭის, ერთი დღის ისტორია

ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დილა იყო. აქა-იქ სავსე გუბეებით და სიგრილით, ადვილად მიხვდებოდით, რომ წინა ღამით იწვიმა. ქუჩაში უკვე მრავლად მოძრაობდნენ ადამიანები, რომლებთაც ალბათ სამსახურში მიეჩქარებოდათ.
აგერ, ბიჭუნაც გამოჩნდა, რომელიც გამეტებით ურტყამდა ფეხს წყალში, მერე რა, რომ სველდება, ის ყველაზე ბედნიერია ამ დროს. არ ახსოვს, რომ გაჭუჭყიანებული ტანსაცმელი აცვია, თუ შეიძლება ასეთი სიტყვა ვუწოდოთ მის დაძონძილ, ნახევრად შემოფლეთილ ნაჭრებს მის ტანზე. ეს 8 წლის ბავშვია, საშუალო სიმაღლის, მოთხუპნული სახით, რომელსაც თვეებია არ დაუბანია, ან რა უნდა მოთხოვოთ ერთ პატარა ბიჭს, რომელსაც მშობლები ადრე დაეღუპნენ? ამის შემდეგ ესე ობლად დახეტიალობს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბაზრის დახლიდან ხილს მოიპარავს, რა ქნას? თვითონაც არ უნდა ქურდობა, მაგრამ წყეული ორგანიზმი სთხოვს, რომელსაც წინ ვერავინ უდგება.
არ გეგონოთ მთელი დღე ესე უაზროდ დაყიალობდეს, არა მერე ვინ აჭმევს? სულ ხომ არ მოიპარავს? ამიტომ ეხლა ,,სამსახურში” მიდის, უფრო სწორედ ჩადის. მისი სამუშაო მეტროში ხელგაწვდენილი სიარული და დახმარების თხოვნაა.
შევიდა ვაგონში და დაიწყო ყოველდღიური საქმიანობა. ღმერთსაც ახსენებს თხოვნაში იქნებ ამით მაინც აუჩვილოს გული ადამიანებს. ხალხი კი შეჰყურებს საწყალი თვალებით. ზოგი ეხმარება, ზოგს უნდა, მაგრამ თვითონ არ აქვს. ნელ-ნელა მეტროც დაიძრა, ბავშვმა ხმას აუწია, ცდილობს როგორმე გადაფაროს ვაგონების ჯახა-ჯუხით გამოწვეული ხმაური. თუმცა ამ ბრძოლაში რკინის ჯართთან, ბავშვი მარცხდება. ამ უკანასკნელის ხმა ისმის უკვე, როგორც მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. თუმცა მაინც გაიარა მთელი ვაგონი და მოაგროვა ცოტაოდენი ფული. შემდეგ კარებთან გაჩერდა და მოუთმენლად ელოდება მის გაღებას, რომ ახლა მეორე ვაგონში მოასწროს გადასვლა. თავს აღარ შეგაწყენთ, იმით თუ რა ხდება შემდეგ ვაგონებში. არ მინდა გადაგღალოთ ბიჭუნას დამღლელი ცხოვრებით.
საღამოს ხანს, აღმოაჩინა, რომ ეს დღე იმ იშვიათ გამონაკლისებში შეეძლო შეეტანა, როცა საკმარის ფულს შოულობდა საკვების საყიდლად. თუმცა ბავშვი თავიდანვე ხვდება, ხოლმე როცა ხალხი ნაკლებად უბედურია ის დღე მის ჯიბეზეც კარგად აისახება ხოლმე, თუმცა ეს ძალზედ იშვიათად ხდება.
ძალიან გახარებული ბიჭუნა, რომელმაც იცის, რომ დღეს საკმაოდ კარგად შეჭამს მის ყოველდღიური საზრუნავი ხო მხოლოდ ეს არის. ზოგს ამ წლის ასაკის ბავშვს მშობლები აძალებენ საკვების მიღებას, მაგრამ ბიჭუნამ იცის, რომ მის გარეშე ძალა გამოეცლება დაფულის შოვნას ვერარ შეძლებს. მიდის სახლისკენ, რომელიც მდებარეობს სადღაც მიყრუებულ ნანგრევებში და რბილი ლოგინის მაგივრად, კარდონზე წევს. აი, მისი სახლი!
ამასობაში, დაბნელდა კიდეც და ბიჭი საკვებით ხელში, რომელიც განახევრებოდა, რადგან გზაში შემოეჭამა, მიემართებოდა აღნიშნული სახლისკენ. აი უკვე გადავა გზას, რომელიც ჰყოფს ,,სამსახურსა” და ,,სახლს” ერთი სული აქვს ხელში დარჩენილი საკვებიც შეჭამოს თავის დასაძიბელე ადგილას და ამ დროს….. მანქანის ბორბლების საზარელი ხრჭიალი ისმის და დაბლა ეცემა ბავშვის უგონო გვამი. მძღოლმა გაიხედა სარკეში, დაინახა უსულოდ დავარდნილი მოთხუპნული, შემოფლეთილი ნაჭრებით შემოსილი არსება და გაიფიქრა: ,,ეს მაინც უპატრონო იქნება, არავინ შეიწუხებს თავს მისი მკვლელის ძიებით” და როგორც სამართალდამცავები იტყოდნენ: ,, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.

Published in: on August 11, 2010 at 9:17 am  Leave a Comment  

The URI to TrackBack this entry is: http://logoseus.wordpress.com/2010/08/11/%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d/trackback/

RSS feed for comments on this post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.