ლევანიმ, რომელიც ოთახიდან ეზოში იყურებოდა, ბავშვი დაინახა და ძმას უთხრა:
——ირაკლი, ნახე ბავშვმა ფეხი იტკინა, ტირის….. დედა კი გასამხიარულებლად უღიტინებს და ეხლა იცინის. ასე, რომ მასში ორი განსხვავებული ემოციაა, რომელიც ხშირად გვეუფლება ხოლმე. საინტერესოა, ადამიანის ბუნება, თან შეიძლება გვიხაროდეს, თან გვჭყინდეს, თან ბედნიერი ვიყოთ, თან უბედური….
ირაკლიმ შეხედა ბავშვს, გაეღიმა და ძმას უთხრა:
——-ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები არ შეიძლება ადამიანს ერთდროულად დაუფლოს. ყოველთვის ერთია, მეორეს კი მიაწერენ. ეს ბავშვი ტირის ნამდვილად იმიტომ, რომ აწუხებს ფეხი, მაგრამ არ იცინის იმიტომ რომ ბედნიერია, უბრალოდ ღიტინი არასასიამოვნოა, რომელიც სიცილს იწვევს.
ლევანის გაახსენდა ერთი ამბავი, რომელიც სადღაც გაეგონა და ძმას უთხრა:
——მოგიყვები ერთი კუნძულის ამბავს, რომელსაც შეარქვეს ,,მოცინართა და მოტირალთა კუნძული”. ამ ბავშვისგან განსხვავებული ამბავი კი არის, მაგრამ მაინც საინტერესოა, რადგან იქაც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციების ადამიანებზეა.
ძმის დაინტერესებული სახე, რომ დაინახა, ლევანიმ თხრობა დაიწყო: ერთ კუნძულზე ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც შეძლეს ყოფილიყვნენ ბედნიერები. აქ იყო ყველანაირი პირობა იმისა, რომ გეცხოვრა. სიცოცხლე—ამ ადამიანებს უყვარდათ, მათთან არ იყო ეს მოვალეობად გადაქცეული, ასევე უყვარდათ სიკვდილი, მიუხედავად მათი ცხოვრებისა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ სიცოცხლეს და ყოვეგვარ ბოროტებას შეიძლებოდა ჰქონოდა დასასრული..
ამ კუნძულზე მცხოვრებმა ერთმა ბიჭმა, რომელიც უკვე ზრდასრულ ასაკში იყო გადაწყვიტა გამგზავრებულიყო , იქიდან, სადაც დაიბადა და გაიზარდა. აინტერესებდა სხვა ცხოვრება, მობეზრდა ასეთი ყოფა, მისი ბუნება მეტს ითხოვდა.. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდანვე მშობლები ზრუნვას არ აკლებდნენ და ასწავლიდნენ ყველაფერს კარგს, მაინც გაიღვიძა ამ ადამიანში კუნძულს გარეთა მცხოვრების ბუნებამ. თითქოს აირეს და ზღვის იქითა მხარეს მცხოვრები, აქეთ გადმოაგდეს. მასზეა ალბათ აკაკის სიტყვები მორგებული: ,, მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა”
მშობლებმა, როცა გაიგეს მათი შვილის გადაწყვეტილება ძალიან დამწუზრდნენ—მათ გამოცდილი ჰქონდათ კუნძულს გარეთა ცხოვრება—მაგრამ ვერაფერს გააწყობდნენ, რადგან ბიჭს მტკიცედ დაესახა მიზნად გამგზავრება.
მაშინ მამამ მოიხმო ის თავისთან და უთხრა:
—-შვილო არ ძალმიძს დაგაკავო, უკვე დიდი ხარ და სენით უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. ეხლა მახსენებ შენს ბავშვობს, როცა აი, იმ ზღვაში — რომელსაც ხელით ანიშნებდა—, უცებ გაუშეშდა…. ასეთი მშვიდი ზღვა მას არ ახსოვს, გარდა იმ დროსი, როცა ის კუნძულზე ჩამოვიდა. გაიფიქრა: ,, თითქოს განგებასაც უნდაო ბიჭის წასვლა ამ კუნძულიდან , რომ გამოსცადოს სხვა ცხოვრებაში”.
შემდეგ ისევ განაგრძო:
—ხო შვილო იმას გეუბნებოდი, რომ შენს ბავშვობას მახსენებ, როცა ზღვაში შედიოდი და არ იცოდი რა მოგელოდა, ამიტომ იყავი უშიშარი. მაშინ უფლება მქონდა ძალით გამომეყვანე, მაგრამ ეხლა აღარ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ზღვაში შედიხარ, სადაც ყველაშემთხვევაში დაიხრჩობი. მე, რომ აქ დაგაკავო ვიცი მთელი ცხოვრება მტერი გეგონები, როგორც ბავშვობაში წარმოგედგინე ალბათ. იმ დროს გადაგივლიდა ეს გრძნობა, მაგრამ ეხლა ვიცი ეს ასე არ იქნება, ამიტომ წადი დაიხრჩე თავი იმ სიბინძურეში, რომელიც წინ გელის.
ბიჭი იჯდა ჩუმად და არაფერს ამბობდა. უბრალოდ გადაწყეტილი ჰქონდა წასვლა და მორჩა! მამას ვერ ეკამატებოდა, რადგან რეალურად არ იცოდა რა ელოდა. უბრალოდ შინაგანი ხმა ექაჩებოდა ზღვის იქეთ და თვითონ მასსაც არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია.
დედა, იქვე იდგა, ყურს უგდებდა მათ საუბარს და ცრემლად იღვრებოდა. ერთადერთი ბიჭი, რომელზეც ამდენი ამაგი გასწია—უნდა დამხრჩვალიყო. მას არ შეეძლო არაფრის თქმა. არა, იმიტომ რომ მეუღლე უკრძალავდა, არამედ იმიტომ რომ მის მსგავსად არ სეეძლო გადაერწმუნებინა შვილი გამგზავრებას. ,, ბიჭს, ხომ ეს სიჯიუტით მოსდის, მან არ იცის შესაძლო შედეგი, ამიტომ დამშვიდებულია”—იტყოდა ხოლმე ქმართან საუბარში.
იმ დღესვე შეკრა ბიჭმა ბარგი და გამოემშვიდობა კუნძულის დამწუხრებულ მცხოვრებლებს. ამის შემდეგ კი გემი ლაღად მიაპობდა მშვიდ ზღვას. ბიჭი ჩაფიქრდა მომავალზე. ის ოცნებობდა, მაგრამ რაზე? ალბათ უკეთესზე, რომლისკენაც ადამიანი განუწყვეტლივ მიილტვის.
ორი დღის მგზავრობის შემდეგ ზღვაზე წარმოუდგენელი ქარიშხალი ამოვარდა. ეს კარგს არაფერს უქადდა მასზე მყოფ ჩვენს მთავარ გმირს.
რამდენიმე დღის შემდეგ, როცა მზე გამოვიდა და გაანათა უკვე დამშვიდებული ზღვა. წყალში გემის ნაფოტები-ღა დარჩენილიყო. ხოლო ბიჭი კი არსად ჩანდა.
კუნძულზე კი ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელებულიყო. მშობლებს, როგორც შეეძლოთ არებობდნენ, მხოლოს ეს სიტყვები შეიძლება დავარქვათ უშვილოდ დარჩენილ მშობლების ყოფას.
ერთი დილიტ კი, როცა დედა გაჰყურებდა ზღვას და ფიქრობდა შვილის მომავალზე, ამ დროს დაინახა, როგორ გამოირიყა უსულო სხეული ნაპირზე. მივარდა მას და იცნო თავისი შვილი, რომელზეც ამყარებდა იმედებს. მის მოვლაში არაერთი ღამე ტეთრად გაუთენებია. ის იყო ცხოვრების აზრი. ხშირად უთქვამს ღმერთისთვის მადლობა, ამ ანგელოზისთვის, რომელიც თვალებ დახუჭული ესვენა მის მკლავებში.
მამამ, როცა დაინახა ეს სურათი ორმაგი ემოცია დაეუფლა. ხალხი გაკვირვებული შეჰყურებდა მოცინარ და მოტირალ კაცს. უხუცესები კი მიხვდნენ მამის ემოციებს და თვითონაც გაიზიარეს. შემდეგ კი თავიანთი სიცილ-ტირილი აუხსნეს სხვა მცხოვრებლებსაც.
ტირილს იმით ხსნიდნენ, რომ კუნძულის ახალგაზრდა მცხოვრები გარდაიცვალა და ეს დასამწუხრებელი ფაქტია.
სიცილი კი იმით ახსნეს, რომ ეს ბიჭი მოკვდა ბედნიერი. მას არ უნახავს ზღვის იქეთა მხარე, სადაც მას ელოდებოდა უარესი დახრჩობა. ის საბედნიეროდ ვერ ეზიარა კუნძულს გარეთა ცხოვრებას, სადაც გამეფებულია: შური, ორპირობა, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება. იქ ადამიანის ამბიციებს არ გააჩნია საზღვარი. ეს პატარა კაცუნები ცდილობენ უძლიერესს აჯობონ, მათ უნდათ ძალაუფლება ქვეყანაზე. ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, მისით სიმულიანტობენ მორალური კანნონის წინააღმდეგ. ასეთ პირობებში გახდნენ ცხოველები ადამიანის გარეგნობით. იბრძვიან, რომ არ დაიჩაგრონ. ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული არავინაა.ყველა ქვესკნელისკენ ეშვება და გონს ვერ მოდიან. ვერც მოვლენ იმდენად ღრმად არიან ჩაფლულნი ამ სიბინძურეში. ამით იყვნენ სწორედ უხუცესები ბედნიერები. ერთ დროს მათ შეძლეს სიბინძურიდან თავის დაღწევა და კუნძულზე და კუნძულზე მშვიდად ცხოვრება, სადაც ყოველგვარი ცუდი დათრგუნულია. სიბინძურეში არ დახრჩობა ბიჭს სიკვდილის ფასად დაუჯდა. უხუცესები დარმუნებულები იყვნენ ახალგაზრდა დაღუპულს, რომ სცოდნოდა რა რა ცხოვრება ელოდა წინ, სიკვდილი საამო მოეჩვენებოდა. ,, ამ ზრვის იქით მრავალი ადამიანი ნატრულობს სიკვდილს, მაგრამ არ შეუძლიათ, ამაზე უარესი ყოფა განა არსებობს?! ეს არის ყოფნაც და ამასთან არყოფნაც”—ამ სიტვები დაამთავრეს უხუცესებმა თავიანთი ახსნა-განმარტება.
დაასრულა ლევანიმ თხრობა და ჩაფიქრებულ ძმას მიაჩერდა.
ირაკლის თვალის არ მოუშორებია ფანჯრისთვის, ისე თქვა:
—–ეს მხოლო მითია ლევან, ამ კუნძულის არსებობას, რომ დავუშვათ, სადაც ყოველგვარი სიკეთეა. აქაც წლების შემდეგ წალეკავდა სიბინძურე. იმ ბიჭმა, როგორც მოისურვა უკეთესისკენ სწრაფვა, ასევე გამოჩნდებოდნენ სხვებიც, ეს მოუღებდა ბოლოს ამ კუნძულს. ადამიანი ხომ არასდროს კმაყოფილდება რაც აქვს, არ უხარია როგორიც არის, არ აფასებს იმ შესაძლებლობებს, რაც გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ხედავს მასზე დაჩაგრულს, დასნეულებულს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ის აგრეთვე უყურებს თავისზე უკეთესს და სწორედ აქეთ მიილტვის. ზოგი კანონიერი გზით, ზოგიც უკანონოდ. ამ უსაზღვრო ამბიციების გამო ადამიანი ადამიანს თელავს ზედ აბიჯებს და ვერც ხვდება. არ იყურება დაბლა, არ ფიქრობს ფეხი სწორ ადგილას დააბიჯა, თუ არა. უბრალოდ მიდის და მორჩა!
ერთი ამოიოხრა ირაკლიმ, ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა, ლევანი კი დიდხანს გაჰყურებდა ეზოს ფიქრებში წასული, სადაც უკუნითი სიბნელე ჩამოწოლილიყო…….
მოცინართა და მოტირალთა კუნძული
The URI to TrackBack this entry is: http://logoseus.wordpress.com/2010/08/11/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%99/trackback/


პირიქით მოხდა და აქედან შევედი ფშენს პროფილზე…
კარგია ფესიბუქის ლოგო რომ გიდევს აქ… მე ჩასმა არ ვიცი…
ბექა, ეს შენ ხარ? ძალიან გამეხარდა
კი, მე ვარ
მეგონა facebook-იდან შემოხვედით(ჩემს გვერდზე ეს საიტი მიდევს).
სახელი და გვარი იცით, შესაბამისად ნებართვის თხოვნა(ამ ტექსტის გამოყენებაზე) საჭირო აღარ არის
საინტერესო ის არის, რომ შენ არც გაგიფიქრებია… ქვეცნობიერი ხანდახან თავისით ადგენს ტექსტებს და სწორედ ეგ უფრო მაინტერესებს… თემას კი, სიყვარულზეა თუ სხვაზე, დიდი მნიშვნელობაც არა აქვს. აქ მთავარი სხვა რამეა: რატომ არის ზღვა გადაულახავი? ნახეთ ”თავფარავნელი ჭაბუკის” გურამ დოჩანაშვილისეული ლიტერატურული ვერსია და იდეა უფრო კარგად ჩანს და ამ იდეის ანალოგიურია თქვენი ამ ტექსტის იდეა… ბუნებრივია, ეს პლაგიატორობას არ ნიშნავს
მე ამ კონცეპტზე ვმუშაობ და შეიძლება თქვენი ტექსტი დამჭირდეს დასამოწმებლად და გთხოვთ ნებართვას და სახელს და გვარს, თუ საიდუმლო არ არის…
გმადლობ.
კი გეთანხმებით, მე, ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ და ქვეცნობიერი უცხო არ არის. გეცოდინებათ, რომ ძველ ხელოვანები(შუა ს-ის თუ არ ვცდები), რომ დახატავდნენ სახელს არ აწერდნენ ნამუშევარს, რადგან თავის ქმნილებად არ თვლიდნენ. ტიციანსაც ხომ აქვს
,,მე არ ვწერ ლექსებს… ლექსი თვითონ მწერს,”—ანუ ხელოვანი შეიძლება ერთგვარი იარაღია ნამუშევრის შექმნისათვის.
ეს თქვენის სიტყვების დამოწმებაა, უბრალოდ არ გეგონოთ, რომ ტიციანს ვადრიდე თავს. ამ შემთხვევაში ადამიანის ბუნებაზე ვსაუბრობთ და არა მისი ნამუშევრის ესთეტიურ ღირებულებაზე, ამიტომ ავღნიშნე მოვიყვანე პოეტის ეს სიტყვები.
ვიცი ღირებულება არ გააჩნია ამ მოთხრობებს, მაგრამ მაინც ვწერ, თქვენ თვითონ მწერალი ბრძანდებით და მიხვდებით.
სხვათაშორის, ჩემდა სასირცხვილოდ ალბათ, არ მაქვს წაკითხული დოჩანაშვილის აღნიშნული ვერსია. იდეის ეს კავშირი, შეიძლება იუნგისეულ კოლექტიური არაცნობიერის ბრალიც იყოს
დიდი მადლობა… თვაფარავნელი ჭაბუკის მოტივი დავინახე…
ზღვა რატომ აირჩიეთ მეტაფორად?
საინტერესო თხრობაა…
პირველ რიგში, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
რაც შეეხება ზღვას, იგი ერთგვარი გამყოფია დროებით კეთილ და ჩვენს სამყაროს შორის. დროებით იმიტომ, რომ ისიც წაიბილწება, როგორც ერთ-ერთი გმირი ამბობს, ანუ ჩვენი სამყარო არის ადგილი, სადაც მხოლოდ ბოროტებაა(ყოველშემთხვევაში ეს გრძნობა ჭარბობს), რადგან ადამიანი თვითონ ჰქმნის ასეთ ატმოსფეროს, თავის ბუნებიდან გამომდინარე.