კორიდა

corrida de toros—ეს არის ესპანური სახელწოდება იმ სანახაობის, რომელსაც ყველა კარგად ვიცნობთ, ანუ კორიდის. ეს საცირკო შოუ— სადაც მთავარი მიზანი ხარის დამარცხებაა, უფრო სწორედ მკვლელობა—ტრადიციულად იმართება ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში და სამხ. ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში. მე მხოლოდ ესპანურ კორიდაზე გავაკეთებ აქცენტს. ამ ქვეყანაში ეს სანახაობა იმართება ფესტივალ ფიესტის დროს, სადაც უამრავი ხალხი ჩადის დასასწრებად.

გთავაზობთ ამ შოუს რამდენიმე ეტაპს, სადაც წარმოდგენილია მნიშვნელოვანი მონაწილეების როლი, რომლთა კარგად შესრულებული სამუშაოც იწვევს ხალხის აღტაცებას.

ELL PASELLO

პირველი ეტაპი კორიდის გახლავთ EL POSSELO, რომელიც არის ერთგვარი აღლუმი მატადორებისა, მათი ასისტენტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობას ღებულობს ამ სანახაობაში.

მონაწილეები კი,(წყობის მიხედვით) გახლავთ:

პირველ რიგში მარცხნიდან მთავარი მატადორი (მატადორი – ესპ. ,,მკვლელი”), მარჯვნიდან – საშუალო გამოცდილების მატადორი, ხოლო ცენტრში – ახალბედა მატადორი, ანუ ნეოფიტი.

მატადორებისგან ორივე მხარეს მოდიან ოფიციალური პირები, რომლებიც ცხენებზე არიან ამხედრებულები და მათ ეწოდებათ ალგვასილები.

მეორე რიგში მოდიან მთავარი მატადორის სამი ხელქვეითი;

მესამე რიგში – საშუალო მატადორის სამი ხელქვეითი;

მეოთხე რიგში – უმცროსი მატადორის სამი ხელქვეითი ანუ დამხმარე;

მეხუთე რიგში მოდის უფროსი მატადორის დამხმარე ორი პიკადორი (ცხენიანი ტორერო);

მეექვსე რიგში – საშუალოს ორი პიკადორი;

მეშვიდე რიგში – უმცროსი მატადორის ორი პიკადორი.

მატადორების დამხმარეები არიან ბანდერილიერები

ზემოთ არის წარმოდგენილი სრული შემადგელობა. ეხლა კი, მნიშვნელოვან მონაწილებს გაგაცნობთ სურათების მიხედვით. ესენი არიან:

მატადორი, იგივე ტორერო , რომელსაც ხელთ აქვს ხმალი და  ე.წ  muleta

აქ, პიკადორს(Picadores) ხედავთ, თავის ცხენით და შუბით, რომელსაც იყენებს ხართან ორთაბრძოლაში.

ეს კი ბანდერილეროა(Banderillos), რა თქმა უნდა ესეც შიარაღებული. მისი ჩაცმულობა ტორეროსას ჰგავს. მის ფუნქციას—შუბის(მგონი ქართულად უფრო ჭვინთი ჰქვია, მის ხელთ პყრობილ იარაღს) ჩარჭობა ხარის ზუგში—სურათშიც ნათლად ხედავთ.

შემდეგი კი, პეონი (peones), რომელსაც გაგიკვირდებათ და სასიკვდილო იარაღი არ უპყრია ხელთ. მის ფუნქციაა სწორედ ამ ვარდისფერი capes-ით(ქართ. სავარაუდოდ ლაბადა) ხარის მართვა, მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებ, შემდეგ ეტაპში.

და ბოლოს სურათზე ხედავთ Mulillas, რომელსაც ქართულად კარგი შესატყვისი ვერ მოვუძებნე(მულილაები ან მულილები–თითქოს ესე ჟღერს), ამიტომ დარჩეს როგორც არის.  როგორც ხედავთ არც მათ უპყრიათ სასიკვდილო იარაღი, რადგან მათი ფუნქცია უკვე მკვდარი ხარების გააყვანაა ე.წ რინგიდან.

TOREO DE CAPA

როგორც, ზემოთ ავღნიშნე აქ, უფრო ვრცლად ვისაუბრებ პეონებზე. ისინი თავიანთი ფერადი capes იწვევენ ხარს და უმიზნოდ ატარებენ, ამ დროს ხარი ავლენს იმ შესაძლო ტრიუკებს, რაც შეიძლება შემდგომ მატადორთან გამოიყენოს, ანუ ტორეროებისთვის არის ერთგვარი დახმარება, რადგან მათ შეუძლიათ  შესწავლა და  დაზვერვა ცხოველის.

იმის შემდეგ , როცა მატადორი შეისწავლის ტოროს, ანუ ხარის ქცევას, უკვე ერთვება თვითონ თავისი Muleta-თი, რომელსაც უფრიალებს ცხოველს, ძალიან ახლოს თავის სხეულთან,(პეონისგან განსხვავებით, ის უფრო შორს აკეთებდა ამას). ამიტომ მისი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა, სწორედ ეს მოწონთ ალბათ ხალხს, რომ მუდმივი შიში, თუ მოლოდინი აქვთ ადამიანის სიკვდილის.  მე, რომ ფრიალი ვუწოდე საერთოდ ასე ხარის წინდაუკან სირბილს, გამოსვლებს ეძახიან.  მატადორის შესრულებით ამ პროცესს კი, რომლის სირთულეც ზემოთ ავღნიშნე, Veronicas ჰქვია.  იმ, შემთხვევაში, თუ  ტორერო კარგად აკეთებს თავის საქმეს, ირგვლივ მყოფი უამრავი ხალხი დაიწყებს ყვირილს ,,OLE”, ,,OLE”, აგრეთვე დააჯილდოებენ აპლოდისმენტებით, ეს არის სიგნალი მოქმედი გმირისთვის, რომ კარგად ასრულებს ამ ტექნიკას.

EL TERCIO DE VARAS

იმ დროიდან, როცა გალავანი დაიკეტება, რინგზე გამოჩნდება პიკადორი, რა თქმა უნდა თავის ცხენით, რომელსაც ახვეული აქვს თვალები  და ფეხები— ფოლადის ჯავშნით დაფარული, ხარის რქებისგან დასაცავად. პიკადორელი კი, შეიარაღებულია შუბით, რომელსაც ბოლოში აქვს ფოლადის კბილანები.

ამ ეტაპში ხდება ხარის უფრო მეტად დატვირთვა. ამას პიკადორი აკეთებს შუბის საშუალებით, რომელსაც ცხოველს ურჭობს კისერში.

იმის შემდეგ, რაც ხარი მიიღებს სამ დარტყმას, გაისმება დასარტყამი ინსტრუმენტებისა და საყვირების ხმა. პიკადორი გადის მაშინ, როცა მატადორი ხარის ყურადღებას მიიქცევს.

EL TERCIO DE VANDERILLAS

ამ ეტაპში სამი ბანდერილიერო იღებს მონაწილეობას, რომლებიც შეიარაღებულნი არიან  ფერადი შუბით (ქართ. ჭვილთი). ისინი ხარს ურჭობენ მხრებში, რითაც ლაქას ტოვებენ და ეს არის ერთგვარი ნიშანი მატადორისთვის, სადაც მოგვიანებით ხმალს (ინგ. Sword)  ჩაარჭობს.  ამ პროცესს დადებითი მხარე აქვს კიდევ ტორეროსთვის, რადგან ეტაპის დასრულების შემდეგ, ცხოველი მის მიმართ იქნება ნაკლებად საშიში.

EL TERCIO DE MULETA

ეს არის ბრძოლის ეტაპი, ოღონდ არა დასასრული მთლიანი სანახაობის, რადგან ამ დროს ხარი არ კვდება. ამ ეტაპზე უკვე ცხოველი მზად არის ამდენი  ,,თავგადასავლის” შემდეგ სიკვდილისთვის.(კორიდის წესებით). ეს უკვე არის ზღვარს გადაბიჯული მომენტი, რადგან ტორერო მანევრირებს  ხმლით და ავლენს არტისტულ ნიჭს. ამ ეტაპის განმავლობაში ის ძალიან ახლოა ხართან, რომლითაც ცდილობს ბატონობას ამ ცხოველზე.

LA ESTOCADA

ამ ეტაპის დასაწყისში მატადორი თხოვს ნებართვას მოსამართლეებს(რომლებიც მაღლა სხედან ხოლმე) ხარის მკვლელობისთვის. შემდეგ ის უძღვნის ამ პროცესს ვინმეს კონკრეტულ პიროვნებას, ან მთლიანად, იქ დამსწრე  ადამიანებს.

ტორერო ემზადება მკვლელობისთვის( ,,Moment of Truth”). პირველად ის ზურგით დგება და შემდეგ ტრიალდება ხარის მიმართულებით. ყველაფერ ამის მერე, თავის ხმლით მიზანში იღებს ხარის რქების ზედა მხარეს, სისხლიან მხრებს .

შემდეგ მატადორი უფრიალებს მულეტას. როგორც კი, დაიძრება ხარი, რომ რქები არქინოს მის წინ მდგარ მკვლელს, ამ დროს ეს უკანასკნელი ხმალს აძგერებს უკვე დანიშნულ მიზანში და კლავს ტოროს. შემდეგ ყურს მოაჭრიან ცხოველს და გადასცემენ მატადორს, რომელიც ან დაიტოვებს, ან სხვას აჩუქებს.

გაგონილს ნანახი სჯობსო და აი, ვიდეოც :)

იმის გამო, რომ ეს სანახაობა ცუდად მთავრდება ცხოველისთვის

ზოგჯერ ადამიანებისთვისაც

ამიტომ, ცხოველთა დაცვის, თუ სხვა ორგანიზაციები ითხოვენ ამ სანახაობის აკძალვას.

აი, ვიდეც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული.

ასეთმა ბრძოლამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო და კატალონიაში კორიდა აკრძალეს, იმედია სხვებიც მიბაძავენ და საერთოდ აიკრძალება მსოფლიოში ეს სასტიკი სანახაობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://en.wikipedia.org/wiki/Spanish_bullfighting

http://en.wikipedia.org/wiki/Bullfight

http://forum.ge/?f=38&showtopic=34064810&st=15

http://www.google.ge/imgres?imgurl=http://webpages.csus.edu/~sac75759/toro.jpg&imgrefurl=http://webpages.csus.edu/~sac75759/&usg=__AHMKxefmA780TUo0nHLQxZsYczY=&h=320&w=400&sz=61&hl=ka&start=5&um=1&itbs=1&tbnid=TaMFYQL4Plt1YM:&tbnh=99&tbnw=124&prev=/images%3Fq%3Dtoro%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DN%26ndsp%3D20%26tbs%3Disch:1

Published in: Uncategorized on August 19, 2010 at 8:04 am  Comments (2)  

The URI to TrackBack this entry is: http://logoseus.wordpress.com/2010/08/19/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90-2/trackback/

RSS feed for comments on this post.

2 CommentsLeave a comment

  1. ნამდვილად ასაკრძალია :შ

    • გეთანხმები, ეხლახან აჩვენეს ხარი მაყურებლებში გადასულა და ბავშვი დაუშავებია, საბოლოოდ გადარჩა, თუ არა ვეღარ გავიგე :(


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.