ამაოების ბაზარი

ხუთშაბათია..საღამო…გარეთ წვიმს…. ყველა სახლშია შეყუჟული…ჩართული აქვთ ტელევიზორები და რას უყურებენ? რა თქმა უნდა პროფილს! რომელიც ძალიან მიყვარს, რადგან ეს გადაცემა, რომ გადის ჩემთვის წყნარად ვზივარ და არავინ არ მაწუხებს. მცირედი ხმები კი, მესმის , მაგრამ არაუშავს…ხან ცხენისებურ სიცილსაც გავიგონებ გადაცემის წამყვანისგან, თუმცა ესეც არაფერია…კაცმა, რომ თქვას ვის რას უშავებს? რაც გვინდა და რაც გვაინტერესებს ხალხს იმას გვთავაზობს, ჰოდა როგორც ჩანს(რეიტინგით) ჩვენც ვუმტკიცებთ, რომ მის არსებობას აზრი აქვს….ადამიანი ფულს აკეთებს და გიჟია უარი თქვას??? რომელი თქვენგანი არ დათანხმდებოდით ხალხის დაბოლებაში ფულის აღებას? თან ისეთი ხალხის, როგორიც ქართველები არიან…(ახლა ახსნას არ დავიწყებ როგორები ვართ ეგ სხვა დროისთვის იყოს)ამათზეა(გადაცემების შემქმნელებზე) ნათქვამი: გაგვდის და ვატრაკებთო.

ზოგ ადამიანს ძალიან აინტერესებს აღნიშნული თემა(ქალიშვილობაზეა თუ არ ვცდები) და უნდა ყურება, მაგრამ მერე ვეღარ იტყვის პროფილს არ ვუყურებო, ესეც ერთგვარი მოდაა…მე, ვურჩევ ამ ადამიანებს, რომ ჯობია უყურონ…. ზოგი იმიტომ უყურებს, რომ გააკრიტრიკოს…ზოგიც სიამოვნებით უყურებს…მოკლედ აქტუალურია და ბიზნესიც კეთდება ნებსით, თუ უნებლიედ…

პრინციპში ისეთი ადამიანი ვინც სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა ერთგვარი განტვირთვაა  ასეთი გადაცემები ალბათ, არ  ვიცი… ფაქტია, რომ მაყურებელი ჰყავს და კიდევ ეყოლება….

ბოლოს, გაგიკვირდებათ და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ პროფილს… რატომ? შეჩვეული ჭირი ჯობიაო …… ტელევიზორი,  ძირითადად პიარის ყუთად იქცა…იქიდან ვინც გიყურებს თ ი თ ქ მ ი ს ყველა ცდილობს თავი უკეთესი წარმოაჩინოს, ხალხს მოეწონოს და მერე მის საქმიანობასაც ეშველება….ქართულ ტელევიზიებში გასული გადაცემები არის მხოლოდ ფულის კეთებაზე გათვლილი და არა ხალხის კეთილდღეობაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას…ისეთი გადაცემებია, სადაც გონების დაძაბვა და ფიქრი არ გიწევს…უბრალოდ ხედავ ფარსს, სადაც  ცხოვრება მშვენიერია…ამ გადაცემების პროდიუსერებს, თუ წამყვანებს თვითონაც არ ჯერათ ამის, მაგრამ გაჩვენებენ ასე, რადგან უფრო იყიდება…ეს ერთგვარი რეალობისგან გაქცევაა და ამის ნათელი მაგალითია გადავსებული სერიალები…მე, არ მესმის, თუ რეალობისგან გაქცევა გვინდა ავდგეთ და გავიქცეთ საინტერესო დოკუმენტური ფილმებისკენ, ან უფრო ხარისხიანი ფილმებისკენ, ვიდრე ეს უაზრო გადაცემები, თუ სერიალებია! პროდიუსერებმა იციან, რომ ასეთ, გადაცემებს არავინ უყურებს, ხოლო რასაც ვუყურებთ იმას გვიჩვენებენ და არც უნდა დავადანაშაულოთ!

Published in: Uncategorized on October 7, 2010 at 7:59 pm  Comments (2)  

The URI to TrackBack this entry is: http://logoseus.wordpress.com/2010/10/07/%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98/trackback/

RSS feed for comments on this post.

2 CommentsLeave a comment

  1. კაცმა რომ თქვას ძალიან ბევრ რამეს აშავებს. :)

    და მერე მეორე არანაირად არ მაინტერესებს მანდ წამოჭრილი თემაბი :)

  2. რა სწრაფად ახდენ რეაგირებას :) ))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.