
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერ რობერტ ბობი ჩარლტონი დაიბადა 1937 წ-ის 11 სექტემბერს. 1966 წელს მან თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ამასთან ერთად გახდა ოქროს ბურთის მფლობელი (ამ ჯილდოს 1995 წ-მდე აძლევდნენ მხოლოდ ევროპელ ფეხბურთელებს). მან, თითქმის მთელი საკლუბო კარიერა განვლო მანჩესტერ იუნაიტედში. ჩარლტონი გამოირჩეოდა ძლიერი დარტყმებით შორი მანძილიდან. მისი ყოფილი გუნდელი იუნაიტედში, ჯონი გილსი ამბობს: ,,ის არის უდიდესი ფეხბურთელი იმათ შორის ვისთან ერთადაც და წინააღმდეგაც მითამაშია ოდესმე”.
მანჩესტერ იუნაიტედის ძირითად გუნდში ჩარლტონი პირველად გამოჩნდა 1956 წელს, სადაც შემდეგი ორი წლის განმავლობაში(მიუნხენის კატასტროფამდე) რეგულარულად თამაშობდა. 1965 წელს იუნაიტედთან ერთად მოიგო ინგლისის პირველი ლიგა. ამ წარმატებას მანჩესტერი შემდეგ სეზონშიც იმეორებს. 1968 წელს სერ ბობი ხდება ეშმაკუნების კაპიტანი, რომელთან ერთადაც ეუფლება ევროპის თასს, (ამ შეიჯიბრებას 1992-93 წ-დან ჩემპიონთა ლიგა ეწოდება). სწორედ კაპიტანმა გაიტანა ორი გოლი ფინალში ბენფიკას წინააღმდეგ, რითაც დიდი წვლილი შეიტანა მანჩესტერის გამარჯვებაში.
ამ გამარჯვებით იუნაიტედი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც შეძლო აღნიშნულ ჩემპიონატში წარმატების მიღწევა
1970 წელს, სერ ბობმა დაასრულა კარიერა ინგლისის ნაკრებში. 106 თამაშით იმ დროისთვის ჩარლტონი იყო რეკორდსმენი. თუმცა შემდეგ ბობი მურმა, პიტერ შილტონმა და დევიდ ბექჰემმა გააუმჯობესეს მისი შედეგი.
1973-74 წ-ში მან დატოვა მანჩესტერი და მწვრთნელი გახდა Preston North End-ის. სადაც 1975-76 წ-ში მწვრთნელობასთან ერთად ის იცავდა ამ კლუბის ღირსებას, როგორც ფეხბურთელი. შემდეგ მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და დასთანხმდა უიგანის შემოთავაზებას დირექტორის თანამდებობაზე. 1984 წელს კი, ის ხდება მანჩესტერის დირექტორთა საბჭოს წევრი, სადაც ამ დრომდე ინარჩუნებს აღნიშნულ პოსტს.
1994 წელს ლეგენდარულ ფეხბურთელს მიენიჭა Sir-ის წოდება.
2011 წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხვაში მანჩესტერის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის სერ ბობი გავიდა მეოთხე ადგილზე. მას უსწრებდა რაიან გიგზი(რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა), ერიკ კანტონა და ჯორჯ ბესტი.
სერ ბობი იყო ბომბარდირი, როგორც ინგლისის ნაკრებში, ისე მანჩესტერ იუნაიტედში. კარიერის დასრულების შემდეგ 35 წლის განმავლობაში, ინარჩუნებდა საუკეთესო გოლეადორის ტიტულს.
BBC-იმ ჩარლტონზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან:http://allshares.ge/download.php?id=1B54D73926

